ანაკლიაში ფესტივალზე 2 პირი დააკავეს

2019-08-24 18:07:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულები ანაკლიაში, ფესტივალზე დააკავა.

გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.