კურიერის გუნდის დიდმა ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა

2019-08-21 19:09:25

კურიერის გუნდის დიდმა ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა.

კომპანიის შენობა უკვე დატოვეს: თამარ ბაღაშვილმა, დიანა ტრაპაიძემ, დავით ქაშიაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, თამთა დოლენჯაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, ქეთა ციცქიშვილმა და გიგლა თუმანიშვილმა. არხი მანამდე დატოვა მაიკო ლომიძემ, თეა ადეიშვილმა, თენგო გოგოტიშვილმა და პაატა იაკობაშვილმა.

დღეს მთელი დღის მანძილზე ჟურნალისტები არ გასულან გადაღებაზე და არც წამყვანები იყვნენ პირდაპირ ეთერში. დილიდან კურიერის არცერთი გამოშვება ეთერში არ გასულა.

"პრაქტიკულად მთელმა გუნდმა, ყველამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, აქ ყველა არ ვართ მაგრამ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ. პაატა სალიას ავუხსენით ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი, მან შემოგვთავაზა არხზე დარჩენა, თუმცა სამწუხაროდ ეს აღარ იქნება თავისუფლების კუნძული. რუსთავი 2 არის ოკუპირებული", - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.