ბახმაროში, ფესტივალზე მიმავალი ავტომობილი ფერდობიდან დაგორდა. [ვიდეო/video]
მძღოლმა მოახერხა და ავტომობილიდან გადმოხტა, თუმცა მანქანაში დარჩენილმა მგზავრებმა ვერ შეძლეს გადმოსვლა.
ავტომობილი ფერდობიდან ჩამოვარდა და ამოტრიალდა, დაშავდა 3 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ვიდეო თვითმხილველმა, მეკო კვაჭანტირაძემ გადაიღო.