მოტოციკლი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

2019-08-19 18:17:03

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე.

ერთმანეთს "ფორდის" მარკის სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიის ეკიპაჟები.