ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-კოდას გზის მონაკვეთზე.
ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.