ზღვაზე 4-ბალიანი შტორმის გამო ბანაობა აიკრძალა

2019-07-23 16:23:02

ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციიით, ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება. მაშველების განცხადებით, უამინდობის გამო, ზღვაში ბანაობა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე აიკრძალება.