სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა

2019-07-22 18:41:37

მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა დაიწყო.

პროგრამის პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" წარმომადგენლებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური კონფესიების ლიდერები, 3 თვის განმავლობაში, აქტიურად ჩაერთვებიან ენის სწავლების პროგრამაში, რომელიც სააგენტოსა და ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.