ზაურ დარგალი შეხვედრებს განაგრძობს

2019-07-10 18:01:59

მარნეულის მერმა მოქალაქეთა გასვლითი მიღებები სოფელ სადახლოდან დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოქალაქეების მიღება, სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში დილიდან დაიწყო.

ზაურ დარგალმა, აღნიშნული გადაწყვეტლება, მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით მიიღო, რომელიც მის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.

მერმა, მიღებაზე მისულ ადგილობრივებს მათ წინაშე არსებული საჭიროებები გამოკითხა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. მოქალაქეების მიღების პროცესში მონაწილეობას საკრებულოში სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი და მერიის თანამშრომლები იღებდნენ.

ზაურ დარგალი მსგავს აქტივობებს მომავალშიც განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გასვლით შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოაწყობს.

RUSTAVI