დედა 30 წლის შვილზე ძალადობდა

2019-06-17 15:26:33

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დედა 30 წლამდე ქალიშვილზე ძალადობდა.

უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.