12 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-11 18:21:06

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ივნისს ელექტროენერგია 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვედა ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, სამწვერისი, სამტრედო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა. 11:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, ვარკეთილის მეურნეობა, კაპანახჩი, თაზაქენდი.

11:00-დან 11:30 საათამდე - აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, მოხისი, ღვევი, ზირბითი, რანჩო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ-სარვანი, ჩოლიანი, ლივადი, გოდაგლარი, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

RUSTAVI