23 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-22 16:54:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში პანტიანი, ირგანჩაი, მამიშლო, გუგუთი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში.

12:05-დან 19:30 საათამდე - თეთრიყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, წვერი, ახალი ზირბითი, დიდგორი, მანგლისი, რანჩო და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 20:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ახალსოფელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.