რუსთავის პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა

2019-04-07 00:07:55

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა. საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა.

ოჯახის წევრები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ აპირებდა თუ არა მამაკაცი მათი შვილის ცოლად მოყვანას და როგორც კი გაიგეს სექსუალური კავშირის შესახებ, ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 30 წლის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს."

დაკავებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.