"არა ციხეს რუსთავში" - აქცია თბილისში

2019-05-11 11:37:11

აქცია "არა ციხეს რუსთავში" თბილისში, იუსტიციის სახლის შესასვლელთან გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.