რუსთავში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2019-04-25 10:19:56

რუსთავში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით XVII მიკრორაიონის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივმა პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავებმა ბინაში შეღწევის შემდეგ აღმოაჩინეს რომ მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.