აგრარული ბაზრის მონიტორინგი რუსთავში

2019-04-25 00:48:59

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს სპეციალისტები რუსთავის აგრარულ ბაზრებში სავაჭრო პავილიონებს ამოწმებენ.

სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის ხელმძღვანელი ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

"ამ დროისთვის კვერცხის მწარმოებლები შემოწმნდნენ. სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, მდგომარეობა ყველგან არის დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა.