რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალი ჯიხური დადგეს.
რკინის კონსტრუქცია მეგობრობისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 2 დღის წინ დაამონტაჟეს.
ახალი ჯიხურის გამოჩენას სოციალურ ქსელში რუსთაველების პროტესტი მოჰყვა.
დეტალების დასაზუსტებლად "ინფო რუსთავი" ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "ჯიხურის მონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია. ჩვენ ვაცნობეთ მერიის შესაბამის სამსახურს და სავარაუდოდ ისინი რეაგირებას მოახდენენ".
ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ რომ - "ეს ჯიხური უკანონოდ არის განთავსებული, არის ჩასატარებელი შესაბამისი პროცედურები, რის შემდეგაც მოხდება ჯიხურის დემონტაჟი".
"ინფო რუსთავი" გაესაუბრა ჯიხურის მეპატრონეს, რომელიც აცხადებს რომ - "ნებართვა უკვე 15 წელია რაც მაქვს, რამდენიმე დოკუმენტის მოწესრიგებაა საჭირო, რის შემდეგაც სამონტაჟო სამუშაოებს დავასრულებ".