სიახლე ინტერტრანსის მგზავრებს

2019-04-14 00:45:51

კომპანია ინტერტრანსი გადახდის ახალ, თანამედროვე სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად ,,მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის  ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ" მიკროავტობუსში დამონტაჟდა. სიახლეა ისიც რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითან შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით  სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას ინტერტრანსი ავრცელებს.