რუსთავში co-თი 6 ადამიანი მოიწამლა

2019-04-05 23:38:58

რუსთავში co-თი ინტოქსიკაცია 6 ადამიანმა მიიღო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევა XXI მიკრორაიონში მოხდა, არსებული ინფორმაციით ოჯახში ბებია შვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ-გაზის ეკიპაჟები.

პაციენტები, 4 მცირეწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

"ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.