საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2019-03-20 09:50:58

საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსი დირსის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი გადატრიალდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩქაროსნულ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.

მძღოლები და მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათია საცობში იმყოფებიან.

 

ფოტო არქივიდან