ქურდობის ფაქტი რუსთავში

2019-03-20 00:57:20

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 14 წლის გოგონამ  მეორადი ტანსაცმელების, ერთ-ერთი მაღაზია გაქურდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მაღაზიიდან ფეხსაცმელი და ქურთუკი მოიპარა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა უკვე იდენტიფიცირებულია.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 175-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.