"შემოქმედებითი ტერორისტის ვნებანი"

2019-03-14 19:54:06

რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

იმისთვის რომ სხვები მართო, შენ თითონ  სიბნელეში უნდა იყო. თეატრის გამნათებლიდან ელექტრომონტიორამდე!

15 მარტს, 20.00სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, წარმოგიდგენთ გიორგი ქანთარიას ახალ სპექტაკლს "ელექტრიკოსი" კოტე ჯანდიერის მონო პიესის მიხედვით. სპექტაკლის პირველ წყარო მართალია მონოსპექტაკლისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მასში 6 მსახიობი მონაწილეობს. 

თეატრალური სივრცე, გადაქცეულია კაფე-ბარის  ინტერიერად, სადაც ადამიანები პარტერის ნაცვლად მაგიდების გარშემო სხედან და ყავას მიირთმევენ. მათ თვალწინ კი ერთი ადამიანი, თეატრის ყოფილი გამნათებელი და აწ უკვე ელექტრომონტიორი,  შემოქმედებითი ტერაქტის მოწყობას ცდილობს და ამას აკეთებს ყველგან სადაც კი ამის საშუალება მიეცემა: ჩვენს ცნობიერებაში არსებობენ სურვილები და მისწრაფებები, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავთ და დღის შუქზე არ გამოგვაქვს. თუმცა საკმარისია შუქრი ჩაქრეს და სიბნელეში აღმოვჩნდეთ, რომ ისინი მაშინვე ცხვირს გამოყოფენ ჩვენი სულიერი საკუჭნაოდა. ხელოვნებაც ის მაპროვოცირებელი ენერგიაა, რომელიც მათ გაღვივებას უწყობს ხელს, სწორედ ამ ენერგიის დამორჩილების მცდელობაზე მოგვითხრობს თეატრის ყოფილი განმათებელი.

ვინ არის მისი აუდიტორია და რას ითხოვს იგი საზოგადოებისგან?  ვისთვის აწყობს ის ერთი მსახიობის თეატრს და რა სახით გამოხატავს შემოქმედებით პროტესტს? 
თეატრს ერთი მძაფრი თვისება აქვს, თუ კი მის მტვერს ერთხელ ჩაისუნთქავ მთელი ცხოვრება ქრონიკული ანთების დიაგნოზით ავადდები. მნიშვნელობა არ აქვს სცენაზე დგახარ თუ მის მიღმა. ამიტომაც იქცევა ყველა სივრცე  თეატრალურ სცენად, აქამდე თუ მის მიღმა იდექი ახლა უკვე მასზეე დგახარ. თუ შენ ანათებდი ახლა შენ განათებენ......

"ელექტრიკოსი"
დამდგმელი ჯგუფი: რეჟისორი - გიორგი ქანთარია
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
მუსიკის ავტორი - გიორგი ქანთარია
ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე
რეჟისორის თანაშემწე - ლიანა ჯელაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :

ელექტრიკოსი - ვაკო კობერიძე
კრეონა - ნათია არბოლიშვილი
დორა - ნათია მელაძე
ანა შარვაძე - ანა შარვაძე
ტუსენკა - მარიამ კვიტაიშვილი
ქეთო - სოფიკო ჩხიტუბიძე

სპექტაკლის ხანგრძლივობა 80 წუთი.

RUSTAVI