აჯარიმებს თუ არა რუსთავის პატრული მძღოლებს [video]

2019-03-15 00:20:45

რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. კერძოდ, სუმგაითელი მეტალურგების #1 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი გახდა. [ვიდეო/video]

აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნები უკვე დამონტაჟდა, რამაც მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მძღოლები ასევე აპროტესტებენ საჯარიმო სანქციებს. მათი თქმით საპატრულო ეკიპაჟები ჩასაფრებულები არიან რომ აღნიშნულ დარღვევაზე საჯარიმო ქვითარი გამოწერონ, მძღოლები ითხოვენ რომ პოლიციელები პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოიფარგლონ.

საპირისპიროს ამტკიცებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ რომ ყველა მძღოლს აფრთხილებენ, ჯარიმას კი მხოლოდ იმათ უწერენ ვინც პოლიციელის მითითებას და გაფრთხილებას თავხედურად პასუხობს.

აღსანიშნავია რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები წესებს არ დაემორჩილებიან და აკრძალვას არ გაითვალისწინებენ 50 ლარით დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლებს ისინი მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსთავის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.


RUSTAVI