რუსთავის მთავარი ხიდი განათდება

2019-02-28 18:43:46

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი ახალი განათების სისტემით აღჭურვა.

ხიდის ორივე მოაჯირზე დამონტაჟებული დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ განათებას უზრუნველყოფს.

როგორც "ინფო რუსთავს" "რუსთავსერვის ცენტრში" განუცხადეს, ღამის განათება დღეს ჩართვება. შეგახსენებთ, რომ მანამდე სამსახურის თანამშრომლებმა დამცავი კედლები ფილებით მოაპირკეთეს და მოაჯირები შეღებეს.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე განათების ქსელის მოწესრიგებას და მოვლა-პატრონობას რუსთავსერვის ცენტრი უზრუნველყოფს.