"კარფური" რუსთავში - ახალი დეტალები

2019-02-19 00:19:30

კარფური რუსთავში 6 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის მშენებლობა პროექტის დამტკიცებიდან მალევე დაიწყება და სავარაუდოდ 2 წელში დასრულდება. რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, კომპანია ჰიპერმარკეტში 200-მდე ადამიანს დაასაქმებს. კარფური სავარაუდოდ 10 000 მ2 მიწის ფართზე განთავსდება, შენობა იქნება ერთსართულიანი, ცენტრს ექნება გარე და შიდა პარკინგი, ქსელში განთავსდება სხვადასხვა ცნობილი ბრენდები. სავაჭრო ობიექტი რუსთავში, შარტავას გამზირზე, ავეჯის მაღაზია "ემბავუდი"-ს გვერდით აშენდება.

"საბჭომ განიხილა აღნიშნული პროექტი, დავადგინეთ დეტალები, ამჯერად მოცულობის დასაზუსტებლად პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში არის გადაგზავნილი", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" რუსთავის მერის მოადგილემ ბესო ტოგონიძემ.