13 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება
2019-02-12 19:06:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს 11:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, კარაბულახი, ველისპირი, კაკლიანი, ტნუსი, ჯავახი და მიმდებარე სოფელბში.

15:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

16:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში, 16:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.