რუსთავში მამაკაცმა ველოსიპედი მოიპარა და ავარიაში მოყვა [video]

2019-01-31 00:02:26

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 38 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ველოსიპედის მეპატრონის თქმით მას მეზობელმა ველოსიპედი მოპარა და შემდეგ ავარიაში მოყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიქცა.