"ბავშვი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა"

2019-01-22 15:47:08

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით 3 წლის გოგონა მოიწამლა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, გოგონა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია.

"გოგონას გონება ჰქონდა დაკარგული. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება და ამდროისთვის მისი მდგომარეობა უკეთესია.", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს.