რუსთავში 2 280 ლარის სანაგვე ურნები დაიწვა

2019-01-18 14:42:25

რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო 8 თვის განმავლობაში, 4 სანაგვე ურნა დაიწვა. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 570 ლარია.

ურნების დაწვით მიყენებული ზარალი კი 2 280  ლარია.

რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.