რუსთავში ნაგვის ურნა დაიწვა

2019-01-18 13:34:45

ნაგვის ურნის დაწვის მორიგი ფაქტი.

რუსთავში, შარტავას გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ურნას ცეცხლი გაუჩნდა და დადნა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.  უცნობია იმ მოქალაქის ვინაობა ვისი დაუდევრობითაც ნაგვის ურნა დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რამდენიმე სანაგვე ურნა დაიწვა.