ავარია რუსთავში, ცენტრალურ გზაზე [video]

2019-01-12 00:27:42

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკის ტაქსი და "შკოდა"-ს მარკის დაცვის პოლიციის ავტომობილები დაეჯახნენ.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზონის დამცავი ჯებირი გაანგრია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა, მათი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.



 

RUSTAVI