გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინა რუსთავში არ არის

2019-01-11 10:39:31

გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინა რუსთავში არ არის.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" დირექტორს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გრიპთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ ვაქცინა ამ ეტაპზე ქალაქში არ ტარდება.

"სამინისტროს  ინიციატივით ვაქცინა რუსთაველებს ოქტომბერსა და ნოემბერში  უკვე ჩაუტარდათ. სწორედ ეს თვეები იყო ვაქცინაციისთვის რეკომენდირებული. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინა შემოტანილი არ არის",- განაცხადა ჩვენთან საუბრისას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის კერძო კლინიკებსაც, გაირკვა, რომ  არცერთ მათგანს არ აქვს გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინა შემოტანილი.

RUSTAVI