co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2018-12-15 17:07:26

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 22 წლის გოგომ მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და გოგონა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და ამდროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.