გამოფენა - "თვალებს აგიხელთ" [photo]

2018-12-14 21:48:39

"თვალებს აგიხელთ" ამ სახელწოდების გამოფენას რუსთავის ისტორიულმა მუზეუმა უმასპინძლა. [ვიდეო/video]

ახალგაზრდა შემოქმედის რასიმ გასანოვის პერსონალურ გამოფენაზე ნახატების და ძეგლების სინთეზი იქნა წარმოდგენილი. მხატვარმა ყურადღება ძირითადად სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა. საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანის 20-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა მხატვარი, რასიმ გასანოვი 7 წელია რაც ხატვით არის დაკავებული.

7 წლის განმავლობაში ეს მხატვრის უკვე მე-6 გამოფენაა.

შემოქმედებითი საღამო მხატვართა გაერთიანება გამას რუსთავის სახელოვნებო , სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ხელოვანები ესწრებოდნენ.