რუსთავის მერის საჩუქარი "ხარებს"

2018-12-14 17:40:16

რუსთავის მერიამ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული 14 წლამდელთა მორაგბეთა  გუნდი "ხარები" წაახალისა.

"ხარები" რუსთავის მერიის მხარდაჭერით გასართობ ცენტრ "რეკრეაციაში" იმყოფებოდა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ქალაქის მერთან ერთად გაეტარებინათ დრო და დაკავებულიყვნენ სხვადასხვა თამაშებით.

"რუსთავის რაგბისტების 14 წლამდელთა გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონები და გადავწყვიტე, რომ წამეხალისებინა ეს ბავშვები და მათთან ერთად  დღეს გასართობ ცენტრ "რეკრეაციაში" მოვსულიყავი. მინდოდა გაგვეზიარებინა შთაბეჭდილებები და ბავშვებისთვისაც გართობისა და იმ სიამოვნების მიღების საშუალება მიგვეცა, რაც ჩემპიონებს ეკუთვნით. მე მართლა ვამაყობ ამ ბიჭებით, მინდა მათთან ურთიერთობა, მეგობრობა და გვერდშიდგომა, როგორც რუსთაველი რუსთაველს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას. ეს თითოეული მოთამაშისათვის ძალიან დიდი მოტივაციაა" - აცხადებს გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე თაზო ჭამიაშვილი.

მერიამ დღის ბოლოს რუსთავის "ხარების" მოთამაშეები სიგელებით დააჯილდოვა.