რუსთავში მამაკაცი სცემეს

2018-12-15 00:16:24

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 30 წლამდე მამაკაცი სცემეს.

არსებული ინფორმაციით სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა რა დროსაც მამაკაცს რკინის ხელკეტი ჩაარტყეს რის შემდეგაც დაბლა დაეცა.

ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.