ავტომობილი ქალს დაეჯახა [video]

2018-12-05 21:38:59

ავტომობილი ქალს დაეჯახა. [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი 66 წლის ქალს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით ქალი გადასასვლელზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.