საახალწლო განათებები რუსთავში

2018-11-29 12:52:41

რუსთავში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

საახალწლო განათებები კოსტავას ქუჩაზე მონტაჟდება. პარალელურ რეჟიმში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მთავარი ნაძვის ხე წელსაც რუსთავის მერიის წინ დაიდგმება, რომლის მონტაჟიც სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში დაიწყება.

რუსთავში, საახალწლო განათებების დამონტაჟება რამდენიმე დღის წინ თოდრიას ქუჩიდან დაიწყო. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები საახალწლო აქსესუარებით სხვა ქუჩებსაც მორთავენ.

საახალწლო სოფელი კი კოსტავას ქუჩიდან ლეონიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" აწარმოებს.