ახალი სანიაღვრე მილის მონტაჟი

2018-11-12 15:41:35

ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" შარტავას ძეგლთან, კიროვაკანის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე მილი დაამონტაჟა.

უხვი ნალექის დროს ფერდობიდან ჩამოსული წყლის გატარებას არსებული სანიაღვრე ვერ ახერხებდა და მიმდებარე ტერიტორია ხშირად იტბირებოდა.

საჭირო იყო ახალი ნიაღვარმიმღები ცხაურის დამონტაჟება, ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია.