რუსთავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
2018-11-09 00:27:17

"ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ: დაიკარგა მერაბი დოლიძე.

მამაკაცი 6 ნოემბერს, რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩიდან, სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. აცვია სპორტული მუქი ფერის შარვალი და მუქი მწვანე სპორტული ჟაკეტი. არ აქვს თან საბუთები და შესაძლოა არ ახსოვდეს ვინ არის. თუ ვინმემ შენიშნეთ აღნიშნული მამაკაცი დარეკეთ 112-ში ან 599139000 ; 591212200

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო სამუშაოები.