ხანძარი "სტამბულის" ბაზრობის ტერიტორიაზე [video]

2018-11-01 04:35:23

ხანძარი რუსთავში ე.წ. "სტამბოლის ბაზარის" ტერიტორიაზე გაჩნდა. ცეცხლი დახურულ სავაჭრო ობიექტს წაეკიდა, შემდეგ კი გარე დახლებზე გავრცელდა. დაიწვა მიკროავტობუსი რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი. [video]

სავაჭრო ობიექტში 85 ადამიანი მუშაობდა, ისინი ძირითადად ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ობიექტში არსებული საქონელი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, დამატებითი ძალები თბილისიდან გამოიძახეს.

ცეცხლი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.