მოიგე "მწვანე ბარათი"

2018-10-23 21:19:41

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ძველ მისამართზე (ფოსტის შენობა) არის ახალი ოფისი და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან. რეგისტრაციის მსურველებს ველოდებით კოსტავას გამზირზე #15

მწვანე ბარათი - Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ, იმუშაოთ და ისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ გათამაშებაში მონაწილეობით. ლატარეა ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. აშშ კონგრესის დადგენილებით, ლატარეა დაარსდა 1995 წელს, მას შემდეგ ყოველ წელს მწვანე ბარათს იგებს მსოფლიოდან 55000 ადამიანი. 2017 წელს დონალდ ტრამპმა წამოჭრა საკითხი მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმების შესახებ,ლატარეა არ გაუქმდა,მაგრამ წლიდან წლამდე შემცირდება მოგებულთა საერთო რაოდენობა და მოგებულთათვის გართულდება ვიზის მიღება. შეგახსენებთ რომ წელს ბოლო წელია, როდესაც იმავე რაოდენობის ვიზები გათამაშდება, რამდენიც წინა წლებში!

ერთადერთი ოფიციალური სარეგისტრაციო საიტია: dvlottery.state.gov სავარაუდოდ ყველასთვის ცნობილია, რომ საიტზე რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად რამდენიმე ათასი რეგისტრაციის მსურველი ავსებს აპლიკაციას არასწორად, უმნიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება გახდეს განაცხადის გაბათილების მიზეზი. ჩვენ მომსახურეობის საფასურს ვიღებთ სააპლიკაციო ფორმის უშეცდომოდ შევსებაში. ასევე გადაგიღებთ ფოტოს ზუსტი სტანდარტების დაცვით, გაგიწევთ კონსულტაციას.

ჩვენი ოფისის არსებობის 7 წლის მანძილზე დარეგისტრირებულების საერთო რაოდენობიდან  მწვანე ბარათი 70-ზე მეტმა ადამიანმა მოიგო.

სარეგისტრაციო განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ სრული საშუალო განათლება. არასრული საშუალო განათლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის საკმარისი, თუ პირს აქვს არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დაოჯახებულმა პირებმა (რომელთაც ხელი ოფიციალურად აქვთ მოწერილი) აუცილებლად უნდა შეიყვანონ განაცხადში მეუღლე და ყველა 21 წლამდე ასაკის დასაოჯახებელი შვილი. თუ შვილი 21 წლის ან მეტისაა, მას შეუძლია,ცალკე შეავსოს განაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ კი ცოლ–ქმარს ოფიციალურად ხელი არა აქვს მოწერილი, ცალ–ცალკე შეავსებენ განაცხადს, 21 წლამდე ასაკის შვილებს ორივენი მიუთითებენ საკუთარ განაცხადში და სურვილის შემთხვევაში მაისამდე (პასუხების დადებამდე) მოაწერენ ხელს და წაიყვანენ მეუღლესაც შვილებთან ერთად.                                                               

რეგისტრაციის საფასური ერთ განაცხადზე არის 20 ლარი.თანხაში შედის ფოტოსურათის გადაღებაც. ცოლ–ქმრის შემთხვევაში თუ ოჯახი ორ განაცხადს ავსებს რეგისტრაციის საფასური ცოლ–ქმარზე იქნება ფასდაკლებით 15–15 ლარი და ამ შემთხვევაში 21 წლამდე არასრულწლოვანი შვილების რეგისტრაცია მშობლებთან ერთად უფასოა. (ფასდაკლება მოქმედებს 25 ოქტომბრამდე, 25 ოქტომბრის შემდეგ იმოქმედებს სტანდარტული ტარიფი 20 ლარი) ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რადგან ჩვენი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს თქვენს წარმატებულ შედეგს!მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას N15 T: 592 881 003 გისურვებთ გამარჯვებას! ®