მეგობრობის გამზირზე მღრღნელები ქუჩაში დადიან

2018-10-23 18:56:43

რუბრიკა "შენი ხმა"

"ინფო რუსთავს" მეგობრობის ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, წერილით მიმართა და არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

მეგობრობის 33-ში, სადარბაზოებში, ბუნკერები გააუქმეს, მიუხედავად ამისა, ბუნკერების ლუქები ჯერ კიდევ ღიაა. ამ ვითარების გამო, ეზოები მრღნელებით აივსო.მოსახლეობა მეგობრობის 33 ნომერში ტერიტორიის შეწამვლას ითხოვს.

"ღამის საათებში გადაადგილება შუძლებელია,რადგან ვირთხები საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი არიან ყველგან, სადარბაზოებში, ეზოში, შედიან სურსათის მაღაზიებში. გთხოვთ, დაგვეხმაროთ არსებული პრობლემის მოგვარებაში. "- წერს მეგობრობის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.