24 ოქტომბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
24 ოქტომბერს 07:00-დან 07:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 899 აბონენტს რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის, მელიქიშვილის, რუსთაველის, თბილისის, მშენებელთა, ახმეტელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.