დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

2018-10-17 13:48:39

რუსთავში მუშა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

შემთხვევა სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა. 40 წლამდე მამაკაცი გადაყვანილია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ექიმების ინფორმაციით, დაშავებულმა ბევრი სისხლი დაკარგა.

“პაციენტი შემოვიდა უგონო მდგომარეობაში, ამჟამად მდგომარეობა მძიმეა. უტარდება შესაბამისი გამოკვლევა. დაზიანების ხარისხი გამოკვლევების შემდეგ იქნება ცნობილი“, - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ტრამვატოლოგიის განყოფილების უფროსმა დათო ბაჩილავამ.