გრიგოლ ვაშაძე დაითხოვს პარლამენტს

2018-10-15 23:47:30

დავით კირკიტაძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ - "საქართველოს პრეზიდენტი შეცვლის და მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას რომელიც ხალხს აწუხებს. მას ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ამას გააკეთებს. როდესაც შენ პროგრამას ხალხი მხარს უჭერს და საქართველოს პრეზიდენტი ამას ვერ განახორციელებს იმის გამო რომ საქართველოს პარლამენტი შეუშლის ხელს, მას ექნება სრული ლეგიტიმაცია რომ დაითხოვოს პარლამენტი და მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები. პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ამას აუცილებლად გააკეთებს".