ავარია რუსთავში

2018-10-15 22:15:10

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე.

მსუბუქი ავტომობილი 77 წლის ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

თვითმხილველების თქმით ქალი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.