უყურადღებოდ დატოვებული მოსახლეობა

2018-10-13 13:51:26

გარდაბანში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს, აქციის მონაწილეებმა დღეს რუსთავი-თბილისის მაგისტრალი გადაკეტეს. [ნახეთ ვიდეო/video]

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირების მიუხედავდ მათ დახმარება არ მიუღიათ და ისინი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.

"გარდაბნის მერმა ჩაი მოგვიტანა, ჩაით ვიკვებოთ? სამი თვეა ამ მდგომარეობაში ვართ ყოველ ორშაბათს გვპირდებიან დახმარებას და არ გვეხმარებიან"- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ ინფო რუსთავთან.

აქციის მონაწილეებთან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე და გარდაბნის მერი მივიდნენ.გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას როგორც ფინანსური ასევე ჰუმანიტარული დახმარება გაეწია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კრწანისში უხვი ნალექის გამო არხი ადიდდა. შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდა. ადგილობრივების განცხადებით გარდაბის მერიამ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და მცირე თანხით დაეხმარა რაც მათი თქმით საკმარისი არ არის. მოსახლეობა პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.