საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
2018-10-11 15:00:47

წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების და ორგანიზაციის თანამშრომლების მონაწილეობით, იაღლუჯის მთის ფერდობზე სიმულაციური სწავლება მოაწყო.

სიმულაციური სწავლება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდების სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად ჩატარდა.

პროექტი მიზნად ისახავს, როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეების მზადყოფნას და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე ეროვნული საზოგადოებისა და შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტის მონაწილეებს რამდენიმე დაგეგმილი ოპერაციების ჩატარება დაევალათ, მათ შორის, მიწისძვრის დროს დაშავებულებისთვის პირველადი დახმარების გაწევა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის ოპერაციის ჩატარების იმიტაცია.

სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და თანამშრომლები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიისა და დანიის წითელი ჯვრის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.