ინფრასტრუქტურული პროექტი [photo]
2018-10-11 14:05:07

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში ბეტონის დასხმის სამუშაოებს ახორციელებს. მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე შიდა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.

პროექტისთვის 1 მლნ 407, 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.