შემთხვევა რუსთავში [video]
2018-10-11 00:01:02

რუსთავში 5 წლის გოგონა საბავშვო ატრაქციონიდან ჩამოვარდა, შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით სიმაღლიდან ვარდნისას ბავშვმა თავი დაარტყა, მცირეწლოვანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გადაუდებელი დახმარების ექიმმა ხათუნა რევაზიშვილმა განაცხადა რომ - "პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. კატასტროფის ეკიპაჟის მიერ პაციენტი გადაჰყავთ თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში".